მზადება 26 მაისისთვის

21.05.2019 02:20

მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის. თავისუფლების მოედანზე რეპეტიცია უკვე გაიმართა. მოსამზადებელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე ხელმძღვანელობდა. დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. საწყისი საბრძოლო მომზადების 288 რეკრუტი სამხედრო ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებს. თბილისის გარდა, ფიცის დადების ცერემონია რეგიონებშიც გაიმართება. თბილისში, თავისუფლების მოედანზე და საქართველოს 12 ქალაქში სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება გამოიფინება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: