განცხადება ცესკო-ში

11.09.2020 00:47

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები 31 ოქტომბრისთვის დანიშნა.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ოთხ მუნიციპალიტეტში - თბილისში, თელავში, თეთრიწყაროსა და ონში, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში კასპში, ონში, ხარაგაულში, თერჯოლისა და ქუთაისში გაიმართება. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა განაცხადა, საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მერებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. ცესკო-მ არჩევნებში ჩართული სუბიექტებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა განსაზღვრა. ასევე დაადგინა, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi