ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

22.12.2018 01:15

16 დეკემბერს, ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 3500-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით - ასეთია თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქეთევან მირიანაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.  მას გამოძიება პოლიციელის ავტომანქანაზე თავდასხმასა და დაზიანებას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მირიანაშვილი აღიარებს ქმედებას, თუმცა, უარყოფს ბრალდებას. მომდევნო სასამართლო სხდომა 2019 წლის 6 თებერვალს ჩაინიშნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: