შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან - რეაქციები თბილისში
პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის გარშემო. ნატოს ამ დრომდე არ განუმარტავს, თუ რატომ გამოცხადდა საქართველოს პრემიერსა და ალიანსის გენერალურ მდივანს შორის გაუქმებულად შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათში სტოლტენბერგის საცხოვრებელ რეზიდენციაში შედგა. მმართველი გუნდი მიზეზად სტოლტენბერგის ჯანმრთელობას ასახელებს და ოპონენტების ნაწილს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი კომენტარების გამო მწვავედ აკრიტიკებს, რადგან ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გუშინ არაერთი ვერსია გაჟღერდა. იყო რადიკალური შეფასებებიც იმის შესახებ, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენების ფონზე ნატომ აუდიენცია დემონსტრაციულად ჩაშალა. თუმცა ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი გაცილებით თავშეკავებული აღმოჩნდა - ცალკეული ოპოზიციური პარტიები შეხვედრის ჯერ გაუქმების და შემდეგ დროის და ადგილმდებარეობის შეცვლის მიღმა პოლიტიკურ მიზეზებს ვერ ხედავენ. ამიტომ რადიკალურ განცხადებების ავტორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გუშინდელი განცხადებების გამო ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკაზე ოპოზიციური სპექტრიდანაც მიუთითეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან
თავდაცვის სამინისტრო
ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის ემზადებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პრემიერის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster