პრემიერის შეფასება ვენეციის კომისიის დასკვნაზე

23.05.2024 03:13

პრემიერ-მინისტრმა პირველი არხის ეთერში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაც შეაფასა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დოკუმენტში უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია და, საერთოდ, არგუმენტაცია არ არის წარმოდგენილი. მისივე თქმით, საზოგადოება უყურებს არა იმას, რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ იმას, სად არის სიმართლე. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასება 21 მაისს გამოქვეყნდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: