„მოქალაქის" შეთავაზებას თელავში ჟურნალისტები აფასებენ

19.03.2014 01:12

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის" მიერ მედია ორგანიზაციებისთვის ტრენინგების შეთავაზებას კახეთში მოქმედი ჟურნალისტები აფასებენ. ისინი ამ ფაქტს მიესალმებიან და ამბობენ, რომ მსგავსი ხასიათის სასწავლო კურსები ჟურნალისტიკის სფეროს გააუმჯობესებს. „მოქალაქე" მედია საშუალებების ხელმძღვანელებს სთავაზობს, მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით სურთ ჟურნალისტებს ცოდნის გაღრმავება და ამის მიხედვით ჩატარდეს ტრენინგები. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე" ყოფილი პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაფუძნებული. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1d0tc3p

გაზიარება:
EstateHub

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო