სოფლის ყრილობა აკურაში
სოფლის დახმარების პროგრამა გრძელდება. პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ყრილობაზე ყველაზე დიდი ხმაური ბაგა-ბაღის, წყლისა და სანიაღვრე არხების პრობლემებს მოჰყვა. სოფლის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასახელდა. აკურაში სოფლის დახმარების პროგრამის განხილვას თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზურაბ ყურაშვილის განცხადებით, სოფელს ბაღისა და სანიაღვრე არხების პრობლემა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოუგვარდება. წყლის საკითხი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შედგენილი პროგრამიდან დაფინანსდება. სოფელ აკურის ბიუჯეტი 2013 წლისთვის სოფლის დახმარების პროგრამით თითქმის 42 ათასი ლარით განისაზღვრა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/16wQCGv
მსგავსი ვიდეოები
სოფლის ყრილობა წინანდალში
ტელეკომპანია თანამგზავრი
სოფელ კისისხევის პრობლემები
ტელეკომპანია თანამგზავრი
სოფლის დახმარების პროგრამა
ტელეკომპანია თანამგზავრი
smsportal.ge | ლიდერი საკრებულოდან
smsportal Georgia
აგრომეწარმეობა | Agropreneurship
Kalo კალო
Yara - Feeding the Future
აგროსფერო
რა სჭრიდება ქართველ ფერმერს იმისთვის, რომ კარგი მოსავალი მიი...
აგროსფერო
სოფლის გამგებელი-რა მაგრად გადავრჩით
Shalva Ramishvili