ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება
04/02/2021
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ „კოვაქსის“ პროგრამა, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას ითვალისწინებს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გასულ კვირას მან მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზები გააჩნიათ, დაუყოვნებლივ გაუნაწილონ 10 მილიონი დოზა „კოვაქსს“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მედიკოსებისა და რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯერ დაწყებული არ არის. როგორც ტედროს ადანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, ვაქცინების სამართლიანად განაწილებისთვის დრო ჯერ არ ამოწურულა. მისი თქმით, დამატებითი 10 მილიონი დოზის განაწილება იქნებოდა საგანგებო ზომა იმისთვის, რომ იმ 20 ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან ვაქცინაციისთვის, თუმცა ჯერ არ მიუღიათ ვაქცინა, 10 აპრილამდე დაიწყონ მედიკოსებისა და ხანდაზმულთა აცრა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.