ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს''

05.02.2014 00:49

4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტის „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს" პრეზენტაცია. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სტუდია „ტელევეზირის" ინიციატივით განხორციელდა. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა ნაწყვეტები ბავშვების მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმიდან „ვეფხისტყაოსანი" და პროექტზე მუშაობის პროცესის ამსახველი დოკუმენტური ვიდეომასალა. ღონისძიებაზე ასევე შედგა ინტერაქტიული ვებ-გვერდის www.utvalavi.ge პრეზენტაცია, სადაც მუდმივად განთავსდება საუკეთესო აუდიოჩანაწერები, ნახატები და კალიგრაფიის ნიმუშები. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, სტუდია „ტელევეზირის" შემოქმედებითი ჯგუფი, პროექტში ჩართული ბავშვები და მოწვეული სტუმრები. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: