აქციები რუსეთში

31.01.2021 00:51

რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე დაკავებულთა რაოდენობა სამი ათასს აღემატება. თვითმხილვეთა მონაყოლით, სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკებს იყენებენ. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ აცხადებენ, რომ დაკავებულია ალექსეი ნავალნის ცოლი. ასევე დაკავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც. ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში გასულ კვირასაც გაიმართა და ასევე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. რუსეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეში ტაქტიკის გამოყენება დაგმო. ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთის ხელისუფლებას დაკავებულების, მათ შორის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: