ნატო ვაჩნაძის ძეგლის გახსნა
14 იანვარს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნატო ვაჩნაძის შთამომავლები ელდარ და ნიკუშა შენგელაიები და ქართული კინოსა და თეატრის წარმომადგენლები დაესწრნენ. მონუმენტის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. მის შესაქმნელად თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 5 ნამუშევარს შორის საუკეთესო შეირჩა. ნატო ვაჩნაძეს განსახიერებული აქვს არაერთი როლი ფილმებში: „ქეთო და კოტე“, „არსენა ყაჩაღი“, „კრაზანა“, „ვინ არის დამნაშავე“, „აკაკის აკვანი“, „ქაჯანა“, „სამშობლო“, „მამის მკვლელი“ და სხვა. ნატო ვაჩნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანშია. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით; ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთში, ვარშავაში დაიბადა. 1910 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო ვაჩნაძის ავარიული სახლ-მუზეუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზუემი რესტავრაციის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი გურჯაანში. 07 04 2014 რუსთავი 2...
Georgian heritage
ნატო ვაჩნაძის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
ნატო ვაჩნაძის სახლ–მუზეუმი. 22 08 2014 I არხი მოამბე 20...
Georgian heritage
ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 118 წელი შესრულდა
telekompania gurjaani
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა აღინიშნა
SPEQTRI