გასაუბრება უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან

23.09.2019 10:43

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ხმაურიანი პროცესი იუსტიციის საბჭოდან პარლამენტში ინაცვლებს. საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების 20-კაციანი სადავო სიიდან დეპუტატები დღეს თამარ ალანიას  უსმენდნენ - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, რომლის სახელს წინა ხელისუფლების დროს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. სწორედ ალანიამ დატოვა ძალაში 2006 წელს 14 წლის გვანცა ყუფარაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. თამარ ალანია იხილავდა მუხროვანის ამბოხის საქმესაც, რომლის ფუგურანტებმა 2012 წელს ციხე პოლიტიკური პატიმრების სტატუსით დატოვეს. კითხვების დასმის დროს სიმწვავით გამოირჩეოდნენ დღეს მმართველი გუნდის დეპუტატებიც, რომლებმაც მოსამართლეს წარსული ბიოგრაფიიდან რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება შეახსენეს. მათ შორის იყო კობა კობალაძე, რომელიც თავადაც მუხროვანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. აღმოჩნდა, რომ თამარ ალანია არცერთ გადაწყვეტილებას არ ნანობს. კანდიდატის მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გასაუბრება უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან
05:14

გასაუბრება უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან

TV IMEDI

უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა
00:24

უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა
05:52

უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ალექსანდრე იაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეკითხვებს პასუხობს

ალექსანდრე იაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეკითხვებს პასუ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან
04:14

გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გოგიტა თოთოსაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს პასუხობს
01:24

გოგიტა თოთოსაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს პასუხო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება
01:45

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა
01:39

მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო