„რეგიონის დროით" --გადაცემა II _ 1/12/2013

01.12.2013 46:55

1 დეკემბერს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი რადიო 1--FM 102, 4- ის ეთერში გავიდა--„რეგიონის დროით" მეორე გადაცემა. გადაცემა ხორციელდება „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" (R-CSN), არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა"--ს, აღმოსავლეთ--დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC--ის პროგრამის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. 1 დეკემბრის, პროგრამის თემა იყო: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა", 2013 წლის ივნისი--ივლისის განმავლობაში, საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. „რეგიონის დროით", 1 დეკემბრის გადაცემის სტუდიის სტუმრები იყვნენ და თემაზე ისაუბრეს: ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი - გოგი ქავთარაძე და გამოყენებითი კვლევის კომპანია ARC-ის წარმომადგენელი - ხათუნა ნაჭყებია. გარდა ამისა, გადაცემაში სატელეფონით ჩართნენ: ფრაქცია უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების თავმჯდომარე - კახა ოქრიაშვილი, პარლამენტის წევრი - აკაკი ბობოხიძე. შენიშვნა: კვლევა ორგანიზებული იყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ფასილიტაციით და „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის" (G-PAC) მხარდაჭრით. რადიო გადაცემა "რეგიონის დროით", საზოგადოებრივი რადიო 1--FM 102, 4-ის ეთერში, ყოველ კვირას, 14:00 საათზე, 24 ნოემბრიდან გადის.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო