არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის საკითხი


ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნა. სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდას ითხოვს. ის ორბელიანების სასახლეში ცესკო-ს თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტამდე ემიგრანტების საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე საუბარი ოპოზიციამ დაიწყო, რომელმაც მმართველი გუნდი საკონსულო აღრიცხვისა და რეგისტრაციის პროცედურის გართულებაში დაადანაშაულა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტისა და ოპოზიციის ამ განცხადებებს მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს და მათ საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობისკენ მოუწოდებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან