რასმუსენის შეთავაზება - შეფასებები

11.09.2019 07:48

მეორე დღეა, ქართულ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში აქტუალობას არ კარგავს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის შეთავაზება.

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება ანდერს ფოგ რასმუსენმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში განმარტა და დააზუსტა, რას ნიშნავს მის მიერ შეთავაზებული მოდელი. ანუ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ისე, რომ ორგანიზაციის წესდების მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ ოკუპირებულ რეგიონებზე დროებით არ გავრცელდეს.

”ეს აჩვენებს რუსეთს, რომ გაყინული კონფლიქტების შექმნა საქართველოს მომავალს სამუდამოდ ვერ გაყინავს”,-ასეთია ცნობილი დანიელი პოლიტიკოსის გზავნილი.

მოსალოდნელია თუ არა ამ თემაზე საქართველოში დისკუსიის დაწყება,- პასუხი არაერთგვაროვანია.

პოლიტიკური პარტიების ნაწილი წინადადების მიღმა საფრთხეებს ხედავს, კეთდება უფრო რადიკალური შეფასებებიც.

მმართველი გუნდიდან დღეს განმარტეს, რომ ეს არა ნატო-ს ოფიციალური პოზიცია, არამედ ექსპერტის მხრიდან შეთავაზებული წინადადება იყო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub