ანიმაციური ფილმების ფესტივალი


ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციის მერვე საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.
ფესტივალი ქართველი ანიმატორების ფილმების ჩვენებით დასრულდა. სტუმრებმა დღეს მამუკა ტყეშელაშვილის „მეთევზე და გოგონა“ და ნოდარ ბეგიაშვილის „ფრაგმენტები ვეფხისტყაოსნიდან“ ნახეს.
ქართველ ანიმატორებთან ერთად ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები და ანიმაციური ფესტივალების ფილმები მონაწილეობენ. ფესტივალი საზეიმოდ გორის ქალთა გუნდმა დახურა. ნიქოზის ფესტივალის წლევანდელი თემა 2008 წლის ომი იყო. ომიდან 10 წლისთავზე, ფესტივალი ნიქოზში მცხოვრებლების შესახებ გადაღებული დოკუმენტური კადრებით გაიხსნა. კადრები ასახავს თუ როგორ ცხოვრობდა 2008 წლის ომის დღეებში ნიქოზში დარჩენილი მოსახლეობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან