საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში
„ხელისუფლებამ დღესაც, როგორც 32 წლის წინ, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. მიზანი ნათელია - ეს ევროპული მომავალია“. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ძირითადი დრო ამ მიმართულებით დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. პრეზიდენტმა მისი საქმიანობა და გადადგმული ნაბიჯებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რათა ერთიანი და კონსოლიდირებული მუშაობით ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს. პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ტრიბუნა დაიკავეს ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებმა, პრეზიდენტმა კი დასკვნითი სიტყვის უფლებით არ ისარგებლა. ოპოზიციას მოეწონა და დაეთანხმა პრეზიდენტის პოზიციასა და გზავნილებს, მმართველმა გუნდმა კი გამოსვლას უკიდურესად ტენდენციური და პოლარიზაციის გამაღრმავებელი უწოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტი პარლამენტში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ჩვენი პარლამენტი - საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარ...
Parliament of Georgia
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში - "ქრონიკის" სპეციალური გამ...
TV IMEDI
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში
TV IMEDI
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში
TV IMEDI
სოსო ვახტანგაშვილმა პრეზიდნტის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა
ეროვნული ფორუმი