საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში


„ხელისუფლებამ დღესაც, როგორც 32 წლის წინ, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. მიზანი ნათელია - ეს ევროპული მომავალია“. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ძირითადი დრო ამ მიმართულებით დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. პრეზიდენტმა მისი საქმიანობა და გადადგმული ნაბიჯებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რათა ერთიანი და კონსოლიდირებული მუშაობით ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს. პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ტრიბუნა დაიკავეს ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებმა, პრეზიდენტმა კი დასკვნითი სიტყვის უფლებით არ ისარგებლა. ოპოზიციას მოეწონა და დაეთანხმა პრეზიდენტის პოზიციასა და გზავნილებს, მმართველმა გუნდმა კი გამოსვლას უკიდურესად ტენდენციური და პოლარიზაციის გამაღრმავებელი უწოდა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან