შოთა ყავლაშვილის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია
13 ივნისს, 16:30 საათზე, მწერალთა სახლში ცნობილი ქართველი არქიტექტორის - შოთა ყავლაშვილის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი-ალბომი „შოთა ყავლაშვილი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, გიორგი ჯანბერიძის ავტორობით გამოიცა. მასში სრულადაა წარმოდგენილი ქართული არქიტექტურის დიდოსტატის შემოქმედება, რომელიც იმდენად მრავალფეროვანია, რომ ფაქტობრივად, წიგნი XX საუკუნის თბილისის ხუროთმოძღვრების ისტორიასაც ასახავს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი და წიგნის ავტორი - გიორგი ჯანბერიძე სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "C სტუდია". http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
„შოთა ყავლაშვილი“ წიგნის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
შემთხვევა თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Monument to Shota Kavlashvili (Tbilisi, Georgia) / შოთა ყავლ...
TBILISI.TV
გეწაძის მოსმენა ნაწ.1
Lia Todua
Georgia 5-0 Wales 16.11.1994 EURO 2016 Q/R
GiviFilms Studio Sport
კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი - I ტაიმი
პირველი არხი სპორტი
შოთა
Shotka Andguladze
"ლიტარეა" #6 - შოთა იათაშვილი
Artareatv