42° პარალელი - მემკვიდრეობა, რომელმაც ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ის მონუმენტი ჩამოაგდო


რეზინის მოპოვება იქცა კონგოს მთავარ ეკონომიკურ საქმიანობად. მეფე ლეოპოლდის ადგილობრივი აგენტები მოწოდებული იყვნენ მაქსიმალურად გაეზარდათ მოპოვებული რეზინის მოცულობები, რადგან ეს მათთვის ხელფასის რამდენჯერმე გაზრდას ნიშნავდა. სოფლის უფროსებს დაევალათ ყოველ ორ კვირაში მამაკაცთა კვოტის დამატება, რათა რეზინის მომპოვებელთა რიცხვი მალე გაზრდილიყო.
სოფელი, რომელიც ბრძანებას ვერ შეასრულებდა ლეოპოლდის საჯარო ძალებისა და კერძო კომპანიების ბრიგადებისგან იძარცვებოდა ან სრულად გადაიწვებოდა. თავად მომპოვებელი კონგოელები თუ რეზინის სითხის კვოტას ვერ შეასრულებდნენ მათრახით იროზგებოდნენ ან ხელის მტევნებს აჭრიდნენ. რეზინის სითხის ჩაბარებისთვის კონგოელები არაფერს არ იღებდნენ, უკეთეს შემთხვევაში ახალ დანას, რათა კვლავ რეზინის მოპოვება გაადვილებოდათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / l  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @-42-12  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი - 42-ე პარალელი"-ისგან