„პირველი არხი-განათლება“ ტელესკოლას იწყებს


უპრეცედენტო პროექტი, რომელიც კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში საქართველოს პირველმა არხმა და განათლების სამინისტრომ ერთობლივად მოამზადეს.

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი სახელწოდებას იცვლის და საგანმანათლებლო პლატფორმად ყალიბდება. „პირველი არხი განათლება,“ -ასე დაერქმევა არხს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში სწავლების სპეციალურ ფორმატს შესთავაზებს. 

„ტელე-სკოლის“ პროექტში ჩაერთვებიან საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სატელევიზიო გაკვეთილებს ჩაუტარებენ. საგანმანათლებლო პროექტი მთლიანად ეროვნულ სასწავლო პროგრამაზეა მორგებული. ეს ნიშნავს, რომ ყველა მოსწავლეს ინტერნეტთან წვდომის გარეშეც საშუალება ექნება, ტელე-გაკვეთილებს თვალი მიადევნოს.

პროექტში ამჯერად პედაგოგის სტატუსით ჩართული იქნება საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორიც. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან