ორი კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“


„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავის მორიგი საბაბი ხდება. ოპოზიციის ნაწილისთვის სადაოა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ბრალდებულს შეუძლია გათავისუფლებაზე უარი თქვას. პარლამენტში ინიცირებულ ორ სხვადასხვა კანონპროექტს კენჭისყრამდე საპარლამენტო პროცედურები აქვს გასავლელი. სწორედ ამის გამო პარტია „გირჩს“ იმედი აქვს, რომ ამნისტიის დოკუმენტი, შესაძლოა, შინაარსობრივად შეიცვალოს. მმართველი გუნდის თქმით კი, მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულ თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ამნისტია უნდა შეეხოს 20 ივნისს მომხდარ ყველა ფაქტს და ყველა პირს, შესაბამისად, ეს ავტომატურად შეეხება პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას. საკანონმდებლო ორგანოში „ამნისტიის შესახებ“ წარდგენილი კანონპროექტების განხილვა 13 მაისს დაიწყება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან