გივი ალხაზიშვილის ახალი წიგნი: "შენ ცოცხლობ ჩემში"

09/18/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

17 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „მწერალთა სახლში\" გაიმართა გივი ალხაზიშვილის ახალი წიგნის „შენ ცოცხლობ ჩემში\" პრეზენტაცია.
650 გვერდიან გამოცემაში 20 სხვადასხვა წიგნიდან ამოკრებილი, ძველი და ახალი ლექსები შედის. „ყველა პოეტური წიგნიდან, რაც დღემდე გამომიცია, შევადგინე შემაჯამებელი კრებული, სადაც მკაფიოდ ჩანს რჩეულის კონტური\" - წერს ავტორი.
წიგნი იწყება ახალი, გამოუქვეყნებელი ლექსებით, გრძელდება შარშან გამოცემულ \"ეპისტოლეთა წიგნით\" და მთავრდება 1972 წელს დაბეჭდილი პირველი კრებულით. აწმყოდან წარსულისკენ გახედვა, უკეთ აჩვენებს განვლილ გზას, სტილისტურ, მსოფლმხედველობრივ თუ ფორმალისტურ გრადაციას და შემოქმედების დინამიკას.
გივი ალხაზიშვილს სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს შემდეგი პოეტური კრებულები: „მოგონებათა ქალაქი\", „უცხო ფრინველი\", „ლექსები პოემა\", „დიალოგი ფიქრში\", „წარსულის სარკმელი\", „სიტყვების მოლოდინი\", \"ქორონიკონი\", \"გაღწევის სურვილი\", ჩაბრუნებული მზერა\"და სხვა. არის რამდენიმე რომანის, ესეების ავტორი და პოეტური კრებულის მთარგმნელი, ასევე -- სახელმწიფო პრემიის და საბას ლაურეატი.
ღონისძიებას დაესწრნენ ხელოვანები, ავტორის მეგობრები და მოწვეული სტუმრები.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან