ედიშერ სავიცკის ტურნე

15.05.2012 01:09

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით იწყება ახალი პროექტი, რომლის მიზანი რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. პროექტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ წარმატებული ცნობილი ქართველი მუსიკოსების ტურნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტის ფარგლებში მუსიკოსები კონცერტების გარდა, სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებს მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ. პროექტს გახსნის ცნობილი ქართველი პიანისტი, "იამაჰას" პირველი ქართველი არტისტი, ედიშერ სავიცკი, რომელიც ტურნეს კახეთიდან, თელავიდან 16 მაისს დაიწყებს. web-page: http://www.mcs.gov.ge faceebook: http://www.facebook.com/culturegovge twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge youtube:    / culturegovge   flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg... myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: