მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს


მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს - წირვა ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას მღვდელმთავრები ატარებენ. შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართავენ.

ხარება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ლუკას სახარების მიხედვით, ეს არის დღე, როდესაც გალილეის ქალაქ ნაზარეთში მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის ნებით ღვთისმშობელ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ ის გახდებოდა მაცხოვრის მშობელი. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად. დღესასწაული მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან