დისკუსია უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს შორის

12.03.2015 02:33:42

9 მარტს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს შორის. რექტორობის კანდიდატებმა წარმოადგინეს სამოქმედო გეგმა, დარბაზში მყოფებს შესაძლებლობა ჰქონდათ კანდიდატებისთვის დაესვათ კითხვები. დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის - „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“- ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;

გაზიარება: