მე და უნივერსიტეტი
17 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გაიმართა დისკუსია თემაზე: „მე და უნივერსიტეტი“. მომხსენებლები: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა პატარაია. მოდერატორი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი სალომე ფუტკარაძე. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაშმა აქცენტი გააკეთა უნივერსიტეტის როლზე - რა გავლენას ახდენს უნივერსიტეტის სტუდენტების ცხოვრებაში, რის შეცვლას აპირებს ახალი რექტორი. სტუდენტმა ანა პატარაიამ ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტის მიმართ გააჩნიათ, რას ელოდებიან სტუდენტები უნივერსიტეტში ჩაბარების დროს და რა შედეგს იღებენ ისინი სტუდენტობისას. დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში - „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.
მსგავსი ვიდეოები
უნივერსიტეტი: მოლოდინები VS რეალობა
Fennec Tech Studio
როგორ დავსაქმდეთ Tech-ში? *დარგის სპეციალისტის რჩევები*
Fennec Tech Studio
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს კამპანია გორში სტუდენტებს და მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 32. ლუდი საქართველოში
მწარე პოდკასტი
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან
Giorgi Kvirikashvili
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შსს-ს კამპანია ზუგდიდში
შინაგან საქმეთა სამინისტრო
„გიორგი ახვლედიანი“
პირველი არხი - ფილმები