დაუსრულებელი მშენებლობები

26.11.2019 01:22

დედაქალაქის მერია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალურ ფონდს ქმნის. მასში სხვადასხვა სერვისის მიღების სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები თანხას ჩარიცხავენ. აღნიშნული წინადადება კახი კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო. როგორც მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განმარტა, იმ კომპანიებს, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ან არაშენებული პროექტები გადაიბარონ, მერიის მიერ დაწესებული რეგულაციებიდან გამონაკლისის სახით გონივრულობის ფარგლებში მათთვის სასურველ სერვისებს მიიღებენ. როგორც დეველოპერები აცხადებენ, მერიის შეთავაზება საინტერესოა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: