კორონავირუსი - შეზღუდვების შემსუბუქება

19.04.2021 01:31

დღეიდან შეზღუდვები მსუბუქდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსული მოქალაქეებისთვის. სოფელ რუხში ოკუპირებული აფხაზეთიდან 120-ზე მეტი ადამიანი გადმოვიდა. მათ ტესტირება ჩაუტარდა და ხუთდღიანი კარანტინი აღარ მოუწევთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ენგურის ხიდზე მოაწყო ტესტირებისთვის განკუთვნილი რამდენიმე კაბინეტი, მოსაცდელი ჯიხური და ასევე ოთხი კარავი. მერია ადგილზე აკონტროლებს ვითარებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: