თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის მკვიდრი, სოციალურად დაუცველი ნინო კირაკოზოვი დახმარებას ითხოვს. მას ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, საყოფაცხოვრებო პრობლემებიც აწუხებს. მოხუცის შემოსავალი სოციალურად დაუცველის დახმარება და პენსიაა, რომელიც როგორც თვითონ აცხადებს, საჭმლისა და წამლის ფულადაც არ ჰყოფნის. სოციალურად დაუცველს ზამთრის მოსვლასთან ერთად შეშის პრობლემაც დაემატა, თუმცა შესაბამისი თანხების არარსებობის გამო სოფლის რწმუნებული გურამ ბახურაული მის დახმარებას ვერ ახერხებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1c1x4hP
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1c1x4hP