„ევროპული საქართველოს“ განცხადება

12.03.2020 01:01

პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული ზომების პაკეტი გაითვალისწინოს.  საუბარია ერთი კვირის წინ მომზადებულ ინიციატივაზე, რომელშიც საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შემცირების ხედვაა ასახული. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „კოვიდ 19“-მა ზიანი უკვე მიაყენა ბიზნესს და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირება. „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი მოთხოვნა, ეროვნული ბანკის მიერ შარშან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გაუქმებაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: