თელავში „სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართა

18.09.2019 01:09

თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“-ის ფარგლებში, „სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართა.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში წარმოდგენილი იყო სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები და ვიქტორინები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის.

ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტივობებში თავადაც მიეღოთ მონაწილეობა.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub