საპროტესტო აქცია კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან

09.09.2025 10:30

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ აქ ერთი დღით ადრე, საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, რომლის შედეგადაც დაშავდნენ დემონსტრანტები და ჟურნალისტები. „ეს ძალადობა არათუ შეგვაშინებს, არამედ გამოიყვანს უფრო მეტ ადამიანს“ - ამბობენ აქციის მონაწილეები, რომლებიც განმარტავენ, რომ „ითხოვენ სამართლიანობას”. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებიც. „ხალხის მასობრივი გამოსვლა იქნება ყოველდღიურად. მოგიწოდებთ, არცერთი დღე არ ჩააგდოთ. ამ ოფისს არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება", - განაცხადა ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.

გაზიარება: