კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები და სამოქმედო გეგმა


არსებობს მოლოდინი, რომ კვირის ბოლოსთვის ქვეყანაში, შესაძლოა, დაავადების ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის ფაქტები დაფიქსირდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ. ახლა მთავარ ამოცანად ეპიდემიის თავიდან აცილება და ახალი შემთხვევების ზომიერი ზრდის შენარჩუნება სახელდება.

პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან სამი კვირის თავზე საქართველოში „კოვიდ 19“-ის 38 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ერთმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. ოთხი ახალი ფაქტი უკვე ინფიცირებულ ერთ პირთან კონტაქტს უკავშირდება. ვიცით მხოლოდ ის, რომ მათგან ორი, ანალიზის აღებამდე, იზოლაციაში იმყოფებოდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან