ქედაში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ

03.11.2018 01:04

ქედაში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. სასამართლო პროცესი ბათუმში 14:00 საათზე დაიწყება. ბრალი სამ პირს აქვს წარდგენილი. სამივე მათგანი თურქეთის მოქალაქეა. ისინი დუმილის უფლებას ინარჩუნებენ. გამოძიების ინფორმაციით, კერძო კომპანიას კარიერზე აფეთქების ნებართვა არ ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქედაში მომხდარს ექვსი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სახლი, სადაც მოზარდი დაიღუპა, კარიერიდან 100 მეტრში მდებარეობს. ბავშვი აფეთქებითი სამუშაოების დროს გასროლილმა ქვამ იმსხვერპლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო