წყალტუბოს განვითარების გეგმა
მთავრობა წყალტუბოს განვითარების გენერალურ გეგმაზე იწყებს მუშაობას. შესაბამისი კონკურსის გამოცხადებამდე მასშტაბური პროექტის საჯარო განხილვები იწყება. რა ფასად და პირობებით შესთავაზებს სახელმწიფო მის ბალანსზე არსებულ ქონებას ბიზნეს-სექტორს და რა ფორმით იქნება ამ პროცესში მთავრობა ჩართული, - ყველა ეს საკითხი მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დღეს ბიზნესმენებთან, არქიტექტორებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად განიხილა. უნიკალური სამკურნალო წყლებით და არქიტექტურული ძეგლებით ცნობილი კურორტის აღდგენა-განვითარების ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ქალაქში არსებული ყველა სასტუმრო და ბალნეოლოგიური აბანო გამოისყიდოს და საკუთარი სახსრებით სამედიცინო და ტურისტულ ინფრატრუქტურას სრული რეაბილიტაცია ჩაუტაროს. დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენები თანხმდებიან, რომ დაანონსებულმა ინიციატივამ კურორტის მიმართ საინვესტიციო ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორია წყალტუბოს განვითარების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბალნეოლოგიური კურორტის ახალი სიცოცხლე
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
ცოტნე ზურაბიანი საუბრობს წყალტუბოს განვითარების გეგმაზე - 11...
mkhare. ge
წყალტუბოს რეაბილიტაცია და ოპოზიციის შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ივანიშვილის სურვილის პარალელურად, ეკონომიკის სამინისტრომ წყ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
#ბიზნესპარტნიორი მსხვილი სავაჭრო ქსელები საქართველოს ბაზარზე...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
მთავრობამ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმა წარმოადგ...
TV IMEDI