წყალტუბოს განვითარების გეგმა


მთავრობა წყალტუბოს განვითარების გენერალურ გეგმაზე იწყებს მუშაობას.

შესაბამისი კონკურსის გამოცხადებამდე მასშტაბური პროექტის საჯარო განხილვები იწყება. რა ფასად და პირობებით შესთავაზებს სახელმწიფო მის ბალანსზე არსებულ ქონებას ბიზნეს-სექტორს და რა ფორმით იქნება ამ პროცესში მთავრობა ჩართული, - ყველა ეს საკითხი მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დღეს ბიზნესმენებთან, არქიტექტორებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად განიხილა. 

უნიკალური სამკურნალო წყლებით და არქიტექტურული ძეგლებით ცნობილი კურორტის აღდგენა-განვითარების ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ქალაქში არსებული ყველა სასტუმრო და ბალნეოლოგიური აბანო გამოისყიდოს და საკუთარი სახსრებით სამედიცინო და ტურისტულ ინფრატრუქტურას სრული რეაბილიტაცია ჩაუტაროს. დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენები თანხმდებიან, რომ დაანონსებულმა ინიციატივამ კურორტის მიმართ საინვესტიციო ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან