განხილვა დუმაში და პუტინის გადაწყვეტილება


რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციები, სავარაუდოდ არ დაწესდება.

იმის მიუხედავად, რომ ინიცირებიდან მეორე დღეს, დუმამ მთავრობის სახელზე მომზადებული წინადადება დააკმაყოფილა და ჩვენი ქვეყნის მიმართ ახალი შეზღუდვების ამოქმედების მოთხოვნას მხარი დაუჭირა, ვლადიმერ პუტინი სანქციების საჭიროებას ვერ ხედავს. კრემლის ლიდერი გადაწყვეტილებას ქართველი ხალხის პატივისცემით ხსნის და პირველად ეხმაურება იმ მონოლოგსაც, რომელშიც ტელე-კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ-კრიპტუმის“ წამყვანმა პუტინს უხამსი და უცენზურო სიტყვებით მიმართა.

რაც შეეხება დამატებით ეკონომიკურ ზომებს, რომელთა მიღებას რუსი დეპუტატები ითხოვენ, ამჯერად საუბარია რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების და ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვაზე.

სანქციების მხარდაჭერის გარდა, დღეს დუმაში საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი მწვავე განცხადებაც გაკეთდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან