პარიზში „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრა გაიმართება


25 იანვარს, პოლიტიკური მრჩევლები რუსეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან „ნორმანდიულ ფორმატში“, პარიზში გამართავენ შეხვედრას აღმოსავლეთ უკრაინის საკითხზე - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ პარიზში შეხვედრის დანიშვნა დაადასტურა მიხაილო პოდოლიაკმაც - მოლაპარაკებებზე უკრაინის მთავარი წარმომადგენლის მრჩეველმაც, თუმცა თარიღად 26 იანვარი დაასახელა. დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებულები არიან უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით და აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი მძიმე ეკონომიკურ საფასურს გადაიხდის. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას, თუმცა აშშ-სგან და ნატო-სგან მოითხოვს სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე გარანტიების მიღებას უსაფრთხოების სფეროში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან