ენტონი ბლინკენის განცხადება

05.03.2022 00:57

უკრაინას დროთა განმავლობაში ნამდვილად შეუძლია ომის მოგება რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბლინკენის თქმით, უკრაინაში ომი უკვე იმგვარად არ მიდის, როგორც ეს შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაგეგმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მზადაა, რაც შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად და ასევე, განახორციელოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: