ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია


ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია. ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებები პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში შედგა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერებასა და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ და ორმა ქვეყანამ მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებოს. სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან.

პოლონეთში ვიკა ბუკია მუშაობს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან