ოპოზიციური ერთობის შექმნის მცდელობა
არაერთი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციური ერთობის შექმნა ხელისუფლების ოპონენტების დღის წესრიგში რჩება. გაერთიანების საკითხს ამჯერად ყოფილი პრეზიდენტი ააქტიურებს, რომელიც ყველაზე დიდ რესურსს ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსში და „ლელოში“ ხედავს. გიორგი მარგველაშვილი ასახელებს წითელ ხაზებსაც - გიორგი გახარიას პარტიას და ვანო მერაბიშვილს, რომლის სახელს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ შიდა ვადამდელ არჩევნებს და ნიკა მელიას ლევან ხაბეიშვილით ჩანაცვლებას უკავშირებენ და რომელიც სწორედ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით ბოლო პერიოდში პოლიტიკურ გეგმებზე აქტიურად საუბრობს. თავის მხრივ მარგველაშვილს მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ოპოზიციის გაერთიანებით ესახება. მარგველაშვილის მსგავსად, კონსულტაციებს გახარიასთან ისინიც გამორიცხავენ, თუმცა ექს-პრეზიდენტისგან გასხვავებით ვანო მერაბიშვილზე არაფერს ამბობენ. იდეის არ არსებობის არგუმენტით ერთობის იდეისადმი სკეპტიკურია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის პოზიცია, რომელსაც სწორედ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას მიმართ კითხვები აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააკაშვილის ინიციატივა - საერთო სია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია ახალი გაერთიანების ძიებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი დაჯგუფებების შექმნის მცდელობა ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 7 თებერვალი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის ახალი დავალებები ოპოზიციას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster