დამშვიდობება ქეთევან კიკნაძესთან


საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ქეთევან კიკნაძე, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მარჯანიშვილის თეატრში მიმდინარეობდა. 1959 წლიდან ქეთევან კიკნაძე სწორედ ამ თეატრალური დასის წევრი იყო. შექმნა არაერთი გამორჩეული სახე. გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში. მათ შორისაა „შეხვედრა წარსულთან“, „დათა თუთაშხია“, „თეთრი ბაირაღები“. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, პრემიები და პრიზები. საქართველოს სახალხო არტისტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან