„ბორჯომის“ თანამშრომელთა პროტესტი


ბორჯომის პირველი და მეორე ქარხნები პიკეტირებულია - შეკრებილები არიან კომპანიის თანამშრომლები. მათ შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ. მოთხოვნები უცვლელია. გათავისუფლებულების აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნებისა და ხელფასების მომატება.

აქციის მონაწილეებმა განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით, საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულ პირებს ჰპირდება, სამ-ოთხჯერ მეტ ხელფასს და იგეგმება ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლება.

პარალელურად, განცხადებას ავრცელებს კომპანია „ბორჯომი“. ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით, ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია.

რაც შეეხება ხელფასების დაგვიანებას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული,“ - წერია კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან