ავიაკატასტროფა ყაზბეგში
ტრაგედია სტეფანწმინდის რაიონში. ადგილზე, სადაც დღეს დილით ვერტმფრენი ჩამოვარდა, ექსპერტები ამ წუთებშიც მუშაობენ და მოკვლევით სამუშაოებს ატარებენ. ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომელი. გამოძიების პარალელურად მოკვლევა დაიწყო ეკონომიკის სამინისტროშიც. „აჭარა ჯგუფის“ მფლობელობაში არსებული კომპანია „ავიატორის“ კუთვნილი ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, როგორც ირკვევა, 2018 წელს იყო გამოშვებული და ბოლო ტექნიკური შემოწმება ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე ჰქონდა გავლილი. არ არის გამორიცხული, რომ კატასტროფის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვერტმფრენის ელექტრონული მართვის კომპიუტერი ინახავდეს. მანამდე კი ყველა ვერსია განიხილება. სასტუმრო „რუმსისკენ“ მიმავალი ვერტმფრენი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ჩამოვარდა. ფაქტის თვითმხილველი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს იხსენებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ყაზბეგში ავიაკატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა ყაზბეგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მწარმოებელი კომპანიის წარმ...
TV IMEDI
ყაზბეგში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულები თბილისში გადაასვენე...
TV IMEDI
ქრონიკა 17:00 საათზე - 6 ივნისი, 2019 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 20:00 საათზე - 6 ივნისი, 2019 წელი
TV IMEDI
ავიაკატასტროფა სტეფანწმინდაში
TV IMEDI
რა ვითარებაა ყაზბეგში სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა
TV IMEDI