ლომისობა და ხატიონის გადათელვის ტრადიცია მთიულეთში
https://mtisambebi.ge/ - დღეს მთიულეთში ლომისობა აღინიშნება. ლომისას წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში, სადაც მლოცველები მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ. წესის მიხედვით, ლომისობის წინა დღეს, სოფელში მდებარე ტაძრიდან დეკანოზს და ხატიონის სხვა წევრებს ხატები, ჯვარი და დროშა გამოაქვთ. ამის შემდეგ, დეკანოზი მნათეებს ზარებს არეკვინებს და მლოცველებს უხმობს. დაახლოებით, 5 საათისთვის ზარებს კიდევ ერთხელ რეკენ, რის შემდეგაც მლოცველები ლომისას მთისკენ მიემართებიან. მსვლელობისას მლოცველები მიწაზე წვებიან, დეკანოზი, 81 წლის ომარ ბურდული და მისი თანმხლები პირები, ვინც დროშას, ხატსა და ჯვარს მიაბრძანებენ, მლოცველებს ზურგზე ფეხით ეხებიან, რის შემდეგაც ზემო მლეთაში მცხოვრები ბუთხუზები, გაგაძეები, ნაზღაიძეები ხატიონს „კულუხს“ (ქადა-პურს) ახვედრებენ. ამის შემდეგ ხატიონი მთის წვერზე ადის, სადაც ლომისას წმინდა გიორგის სახელობის IX-X საუკუნეების ეკლესია დგას. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. ეკლესიის მეორე მხარე, ახალგორის მუნიციპალიტეტი, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ლომისობას მლოცველები სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ. მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მეცნიერმა სერგი მაკალათიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ლომისობის დღესასწაული წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება - ანუ, თავისი საფუძვლით ეს დღესასწაული წარმართული გახლავთ და მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც ლომისობა ადრექრისტიანული დღესასწაულია და არა წარმართული.
Mtisambebi / მთის ამბები-ის სხვა ვიდეოები
როგორ უხმობენ ებუთში მოსახლეობას - უინტერნეტო სოფე...
მე რო მარტუაი ვორ, გიჟად ნუ ჩამთვლით რა - მიხა პაპ...
დისკუსია თემაზე – ტრადიციული და ფუნდამენტური ისლამ...
დავით ქევხიშვილის დაკავება
50-მდე სპეცრაზმელი რიონის ხეობის ერთი მცველის დასა...
სახლი აშენდა, ბედნიერებაა, რომ არ იცნობ და გვერდში...
ვაზაგაშვილის და ბრალდებულების ახლობლებს შორის სასა...
რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაშ...
მსგავსი ვიდეოები
ლაშქრობა 2200 მეტრზე ექსტრემალურ ამინდში ! წმ.გიორგის სახელო...
BBR WILD
„მოამბე“ 15 საათზე, 19 ივნისი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ლომისობაა... 2021 რეზო პაპა და ანდრია
Teona Wiklauri
დღეს ლომისობაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს ლომისობაა
telekompania gurjaani
დღეს ლომისობაა - მლოცველები მლეთაში იმყოფებიან
TV IMEDI
ლომისობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლომისობა
lomisa lomisa