https://mtisambebi.ge/ - დღეს მთიულეთში ლომისობა აღინიშნება. ლომისას წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში, სადაც მლოცველები მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ.
წესის მიხედვით, ლომისობის წინა დღეს, სოფელში მდებარე ტაძრიდან დეკანოზს და ხატიონის სხვა წევრებს ხატები, ჯვარი და დროშა გამოაქვთ. ამის შემდეგ, დეკანოზი მნათეებს ზარებს არეკვინებს და მლოცველებს უხმობს. დაახლოებით, 5 საათისთვის ზარებს კიდევ ერთხელ რეკენ, რის შემდეგაც მლოცველები ლომისას მთისკენ მიემართებიან.
მსვლელობისას მლოცველები მიწაზე წვებიან, დეკანოზი, 81 წლის ომარ ბურდული და მისი თანმხლები პირები, ვინც დროშას, ხატსა და ჯვარს მიაბრძანებენ, მლოცველებს ზურგზე ფეხით ეხებიან, რის შემდეგაც ზემო მლეთაში მცხოვრები ბუთხუზები, გაგაძეები, ნაზღაიძეები ხატიონს „კულუხს“ (ქადა-პურს) ახვედრებენ. ამის შემდეგ ხატიონი მთის წვერზე ადის, სადაც ლომისას წმინდა გიორგის სახელობის IX-X საუკუნეების ეკლესია დგას.
ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. ეკლესიის მეორე მხარე, ახალგორის მუნიციპალიტეტი, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ლომისობას მლოცველები სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ. მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
მეცნიერმა სერგი მაკალათიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ლომისობის დღესასწაული წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება - ანუ, თავისი საფუძვლით ეს დღესასწაული წარმართული გახლავთ და მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც ლომისობა ადრექრისტიანული დღესასწაულია და არა წარმართული.