აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარი

19.05.2022 01:37

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს. მისი თქმით, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბრის ძირითადი ნაწილი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს შეეხებოდა. აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციისთვის ცნობილია ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე საუბარი შეეხო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ რთულ ვითარებას და ავტომობილების რიგს. აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით რუსეთი გარკვეულ ზომებს მიიღებს. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პრაღაში მათი შეხვედრა არ იგეგმება. შეგახსენებთ, რომ რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „ტასმა“ გაავრცელა გრიგორი კარასინის კომენტარი, სადაც საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა ზურაბ აბაშიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რუსეთი საქართველოსთან ახალ გზას ითხოვს | აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარი
06:17

რუსეთი საქართველოსთან ახალ გზას ითხოვს | აბაშიძე-კარასინის ს...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

“ძალიან კმაყოფილები არიან ბოლო კონტაქტებით…” | აბაშიძე-კარასინის სკანდალური სატელეფონო საუბარი
02:12

“ძალიან კმაყოფილები არიან ბოლო კონტაქტებით…” | აბაშიძე-კარას...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ზურაბ აბაშიძის განმარტება გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერზე
02:04

ზურაბ აბაშიძის განმარტება გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კარასინი-აბაშიძის ფარული აუდიოჩანაწერი | რას ადასტურებს აბაშიძე?
02:51

კარასინი-აბაშიძის ფარული აუდიოჩანაწერი | რას ადასტურებს აბაშ...

Formula News

„კიბერ კმარაზე\"  აბაშიძე-კარასინის სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა
06:05

„კიბერ კმარაზე" აბაშიძე-კარასინის სკანდალური სატელეფონო ჩან...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

შეთანხმება კრემლთან | რაზე საუბრობენ აბაშიძე და კარასინი გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში
06:32

შეთანხმება კრემლთან | რაზე საუბრობენ აბაშიძე და კარასინი გავ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრა

აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრა

TV IMEDI

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა
06:02

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო