შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში
საოზაგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე მენეჯმენტი პროფკავშირებსა და იმ თანამშრომლების ნაწილს შეხვდა, ვისაც ხელშეკრულების ცვლილება შესთავაზეს. მენეჯმენტის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი სეზონის ეფექტიანად წარმართვის მიზნით მიიღეს. თანამშრომლების ნაწილი კი შეცვლილი კონტრაქტით გამოძახების შემთხვევაში გადასაღები დღეების ოდენობის მიხედვით მიიღებს ანაზღაურებას. გამოძახება საჭიროების მიხედვით მოხდება. წინადადება თანამშრომლებისთვის და პროფკავშირებისთვის მიუღებელია. ისინი აცხადებენ, რომ შეთავაზება პრაქტიკულად სამსახურიდან გათავისულფებას უდრის, ვინაიდან არსად კონკრეტდება, თუ მინიმუმ რამდენი დღით მოხდება თანამშრომლების გამოძახება სამსახურში. ასევე მათთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდა იმ თანამშრომლების შერჩევა, ვისაც ცვლილება ეხება. პროფკავშირები იმ ვადის გადაწევას მოითხოვდნენ, რომელიც შეთავაზებაზე ხელმოსაწერად დღეს იწურება, მხარეებმა მომავალი შეხვედრების მზადყოფნაც გამოთქვეს, თუმცა შეთანხმება არ შედგა. შეთავაზების მიხედვით, ახალი პირობების არ მიღების შემთხვევაში მაუწყებელი იტოვებს უფლებას, კომპენსაციის გადახდით, დასაქმებულს ხელშეკრულება შეუწყვიტოს. პროფკავშირების თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ საკითხი სასამართლო განხილვის საგანი გახდება. მაუწყებლის თავმჯდომარემ კი თანამდებობა უნდა დატოვოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში
Zviad Gogiashvili
„მოვუსმინოთ გულს“ - შემეცნებითი შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრენინგი საზოგადოებრივ მაუწყებელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით...
PalitraNews