აქცია ხაიშში


საპროტესტო აქცია იმართება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში.

სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები დახმარებას ითხოვენ. მათი განმარტებით სოფელში გახშირდა საქონლის ქურდობის ფაქტები და ყოველთვიურად საძოვრებიდან ათობით საქონელი იკარგება. აქციაზე მივიდა თეთრიწყაროს მერი. გიორგი ქორიძის განმარტებით მუნიციპალიტეტი სამართალდამცავებთან ერთად აქტიურად მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. საუბარია სოფლის მიმდებარედ სათვალთვალო კამერების მონტაჟზე. ასევე მწყემსის დაქირავებაზე, რომელიც სოფელს არ ყავს. რაც შეეხება კომპენსაციებს, ქორიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტს კომპენსაციის გადახდის რესურსი და ვალდებულება არ გააჩნია.'

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან